თეგი: დიპლომატიური ურთიერთობები

ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან სამშაბათს კიევში, ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. მე მივიღე თხოვნა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, განვიხილო უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი. პრესკონფერენციის შემდეგ დაუყოვნებლივ ვიმუშავებ ამ და სხვა საკითხებზე“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ გუშინდელი მოვლენები იყო „ესკალაციის ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“ და გაიხსენა, რომ უკრაინამ ცოტა ხნის წინ შესთავაზა რუსეთს ყველა საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაჭრა. „ჩვენ ვაცნობიერებთ ყველა რისკს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გადაწყვიტოს ეს საკითხები დიალოგის გზით, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მზად ვართ, შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე. ბოლო თვეებში კონსულტაციები გავმართეთ თითქმის ყველა ლიდერთან, მათ შორის, ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და ა.შ. და შევთავაზეთ დიალოგის ნებისმიერი ფორმატი, სადაც რუსეთის ფედერაცია იქნებოდა წარმოდგენილი. პასუხი მივიღეთ და ეს პასუხი გუშინ იყო. უკრაინამ ამაზე უნდა უპასუხოს სუვერენიტეტისა და ჩვენი სახელმწიფოს დაცვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.

საგარეო უწყება: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისი ორ ქვეყანას შორის კავშირებით გაღრმავების ერთგულია. „დღეს საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოების მოწმენი გავხდით, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მომავალ წლებში ბელგიასთან კავშირები გავაღრმაოთ“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის 1992 წლის 5 ივნისს დამყარდა. ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა 1993 წელს გაიხსნა.

უკრაინის უმაღლეს რადაში, დეპუტატებმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე, დადგენილების პროექტი შეიტანეს

უმაღლეს რადაში, უკრაინასა და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი შევიდა. ამის შესახებ 18 ოქტომბერს დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა გონჩარენკომ ასევე მოუწოდა პარლამენტარებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართონ. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე 17 ოქტომბერსაც. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.

10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ

მედიის ცნობით, ერევანი და ბუდაპეშტი 10-წლიანი პაუზის შემდეგ, სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს.  შეთანხმებას დღეს გამართული შეხვედრისას ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს. არარატ მირზოიანმა და პიტერ სიჯარტომ პოლონეთში ეუთოს მინისტერიალთა ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გამოხატეს თავიანთი განზრახვა, გახსნან ახალი თავი სომხეთ-უნგრეთის ურთიერთობებში, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. შედეგად, ერევანი და ბუდაპეშტი დანიშნავენ არარეზიდენტ ელჩებს, რათა შეისწავლონ ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, განსაკუთრებით ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. უახლოეს დღეებში აუცილებელი დიპლომატიური და ადმინისტრაციული პროცედურები დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს, უნგრეთმა ხელი შეუწყო აზერბაიჯანიდან ხუთი სომეხი სამხედრო ტყვის დაბრუნებას, სომხეთი განიხილავს უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, განაცხადა ზემოხსენებულმა დიპლომატიური წყარომ. სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2012 წლიდან, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და უნგრეთის მიერ აზერბაიჯანელი სამხედრო ოფიცრის რამილ საფაროვის ექსტრადიციის გამო შეწყდა. ის 2004 წელს, სომხეთის არმიის ოფიცრის გურგენ მარგარიანის მკვლელობისთვის გაასამართლეს.  

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, რუსეთთან არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება და სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე არანაირ დიპლომატიურ ურთიერთობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. რუსეთის დუმის დეპუტატის, გავრილოვის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა სრულად უნდა აღდგეს „ეს არის ის ძალიან მკაფიო პოზიცია, რომელიც არა თუ ამ ხელისუფლებას აქვს, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც და ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს, ასეთი პოზიცია უნდა ჰქონდეს და ასეთი პოზიცია ექნება. პასუხი არის ის, რომ ლაპარაკიც არ შეიძლება იყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, სანამ რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ მოახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციას“, - უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ნიკოლოზ სამხარაძემ. სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა კრემლის კონტროლირებად მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებიც უნდა აღდგეს. ელჩი დეგნანი: ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მისი თქმით, საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და შესაძლებლობებს საქართველოში რუსების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას „უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, აუცილებელია აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს ჩვენი კონტაქტების გაფართოებასა და შესაძლებლობებს, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში“, - განაცხადა გავრილოვმა. მიხეილ სარჯველაძე: თუ ლარსზე შეიძლება, მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება, თვითმფრინავმა იფრინოს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. მისი თქმით, საქართველოსთან კონტაქტები აქტიურად ვითარდება და 2022 წელს ქვეყნის მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გამო. კიევის შეფასებით, თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქვეყანა გააუქმებს საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, როგორც კი „აუცილებელი წინაპირობები“ იქნება.  ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.  

ავიარეისის შესრულების შემდეგ, გავრილოვი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე ისევ საუბრობს

რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასაშუალებას ჯერ კიდევ 20 იანვარს განუცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. იმ პერიოდში, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი იყო გააქტიურებული. ამ განცხადებიდან ზუსტად 4 თვის შემდეგ და ფრენების შეწყვეტიდან 4-წლის შემდეგ, საქართველოში რუსეთიდან პირველი ავიარეისი, 19 მაისს შესრულდა. თვითმფრინავის დაშვებას გავრილოვის მორიგი განცხადება მოჰყვა. „ვფიქრობთ, რომ ფრენების განახლების შემდგომი ნაბიჯი იქნება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთსა და საქართველოში შორის, ელჩების გაცვლა”, - ამბობს გავრილოვი. მისი შეფასებით, ეს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს სრულფასოვანი საკონსულო მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. „ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს საქართველოს თავშეკავებული პოზიცია უკრაინის საკითხზე და დემოკრატიული პრინციპების დაცვა. ჩვენს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირია, გვაქვს საერთო სულიერი და მორალური ღირებულებები, კულტურა", -ამბობს სერგეი გავრილოვი. ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია. სწორე სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული პროტესტის შემდეგ აკრძალა რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.